2020 წლის აპრილიდან საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებულ იქნა არაერთი ნორმატიული აქტი, რომლებიც ადგენენ სამუშაო სივრცეებში ჰიგიენისა და დეზინფექციის, ასევე ეპიდემიის პრევენციის ზოგად და სპეციალურ წესებს.

კომპანია მოლეკულა გთავაზობთ კვალიფიციურ მომსახურებას ახალ სახელმწიფო რეგულაციებთან შესაბამისობის მიმართულებით.

ჩვენი სერთიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები შეისწავლიან თქვენი საქმიანობის სფეროს, გაეცნობიან ბიზნეს პროცესების სპეციფიკას და დაათვალიერებენ სამშაო სივრცეს, რის შედეგადაც შეადგენენ თქვენს საქმიანობაზე მორგებულ უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ახალ სტანდარტებთან და რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მყოფ ინსტრუქციებს.

ჩვენი საქმოქმედო ინსტრუქციები მოიცავს სამუშაო სივრცეში თანამშრომლების დაშვების, განთავსების და თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის გეგმებს, დეზინფექციის ინსტრუქციებს კონკრეტული სადეზინფექციო საშუალებებისა და მათი გამოყენების წესების მითითებით.

პირადი ჰიგიენური დაცვის საშუალებების გამოყენების წესებს და ინტენსივობას.

დაგეხმარებით სპეციალური ბანერების, ნიშნების, სტენდების დამზადებაში.

საკონტაქტო პირი: +995 571 78 82 48 ალექსანდრე