Project Description

მსოფლიოს წამყვანი ბრენდის- Xiaomi SOOCAS ბგერითი კბილის ჯაგრისი X3U გამოირჩევა  მისი  სიმძლავრით 39600 ვიბრაცია წუთში რაც 700% უფრო ეფექტურს  ხდის მას სხვა არსებულ ბგერით, ელექტრო, თუ მანუალურ ჯაგრისებთან შედარებით.

4 განსხვავებული წმენდის რეჟიმი:

  1. Cleaning mode – ღრმა წმენდის რეჟიმი განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის, ეფექტურად აშორებს ნადებს.
  2. Sensitive mode– მსუბუქი წმენდის რეჟიმი რეკომენდებულია მაღალი მგრძნობელობის მქონე კბილებისთვის.
  3. New hand mode– რეჟიმი დამწყებთათვის, რეკომენდებულია მათთვის, ვინც პირველად იწყებს ინოვაციური ჯაგრისის მოხმარებას. აღნიშნული რეჟიმი გამოიყენება ადაპტაციისთვის.
  4. Whitening mode – გამათეთრებელი რეჟიმი, უზრუნველყოფს კბილის ფერის მკვეთრ გაუმჯობესებას. მიზანშეწონილია მათთვის, ვინც რეგულარულად სვამს ყავას/ჩაის და მოიხმარს თამბაქოს.

SOOCAS X3U -ს ჭკვიან კბილის ჯაგრისს გააჩნია IPX 7 სერტიფიკატი, რაც იცავს მას წყლის შხეფებით გამოწვეული ზიანისგან.

ჯაგრისი იტენება USB C ტიპის კაბელით. SOOCAS X3U სრულად იტენება 4 საათში და 25/30 დღე აღარ საჭიროებს დატენვას.

ჭკვიან კბილის ჯაგრისს გააჩნია წმენდის 2 წუთიანი რეჟიმი, რომელიც ოთხ თანაბარ მონაკვეთად იყოფა ზედა და ქვედა ყბის მარჯვენა და მარცხენა ნაწილებზე. ჯაგრისი 30 წამში ერთხელ გაძლევთ ხმოვან გაფრთხილებას, რომ გადახვიდეთ შემდეგ ზონაზე. ამგვარად იძლევა ყველა კბილის თანაბრად და სათანადოდ წმენდის შესაძლებლობას.

პროფესიონალ სტომატოლოგებთან მუშაობის შედეგად, Xiaomi-მ შექმნა ჯაგრისის იდეალური  თავაკები, რომლებიც ხანგრძლივი გამოყენების შედეგადაც  ინარჩუნებენ პირვანდელ  მდგომარეობას.

ჭკვიან კბილის ჯაგრისს მოყვება სამი განსხვავებული  თავაკი:

1️. Soocas clean– იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის, ღრმად  ასუფთავებს კბილებს და ეფექტურად ებრძვის ყავისგან თუ თამბაქოსგან წარმოქმნილ  ნადებს.

2️. Soocas soft– რეკომენდებულია კბილების მაღალი მგრძნობელობის მქონე ადამიანებისთვის (რეკომენდებულია ჯაგრისი მოხმარების დაწყება ამ თავაკით, რათა ადვილად მიეჩვიოთ  პირის ღრუს წმენდის ახალ განსხვავებულ ფორმატს).

3️. Soocas polish – გამაპრიალებელი, მათეთრებელი ჯაგრისი განკუთვნილია მათთვის, ვინც კბილების ფერის გაუმჯობესებას ცდილობს. სასურველია გამოიყენონ მათ, ვინც რეგულარულად სვამს ყავას ან მოიხმარს თამბაქოს.

კლინიკური კვლევების შედეგად დამტკიცებულია, რომ დღეში ორჯერ Soocas X3U-ს  გამოყენება საგრძნობლად აუმჯობესებს პირის ღრუს  მდგომარეობას, ისევე როგორც კბილის  ფერს, ხოლო საგრძნობი შედეგი უკვე სახეზეა გამოყენებიდან 2 კვირაში.

ფასი: 299 ₾

🛵 საკურიერო მომსახურება თბილისის მასშტაბით

🎁ხელმისაწვდომია სასაჩუქრე შეფუთვაც.

გაუკეთე სასიამოვნო სიურპრიზი ძვირფას ადამიანს!